თამარა ობგაიძე თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის კონცენტრაციის მე-4 კურსის სტუდენტი, კორეული ენის სპეციალისტი და ახალგაზრდა ევროპელი ელჩია. თამარას გამოცდილება მრავალ სფეროს მოიცავს, მათ შორისაა: კორუფცია; შიდაპარტიული დემოკრატია; რუსული პროპაგანდა; კავკასია და საქართველო; ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტის მართვა; ეროვნული უსაფრთხოება; უმცირესობათა, დევნილთა და ლტოლვილთა უფლებები. თამარა ასევე ახალგაზრდული პროევროპული კამპანია "27+1"-ის თანადამფუძნებელი და Young Voices Europe-ის მკვლევარი და სტიპენდიატია. ამასთანავე, ის არის საქართველოს ეროვნული გვარდიის რეზერვისტი.