Blogპოლიტიკასაზოგადოება

რატომ არის ანტი-LGBT საკონსტიტუციო ცვლილებები საშიში 

25 მარტს “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი “LGBTQ+ პროპაგანდის წინააღმდეგ“.  

მმართველი პარტიის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტში  „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დასაცავად“ არის ჩანაწერები, რომელიც საგრძნობლად ზღუდავს LGBTQ+ თემის უფლებებს. მდინარაძის თქმით საკონსტიტუციო ცვილელები ქორწინებასთან მიმსგავსებულ მხოლოდ იმგვარ ურთიერთობას გაითვალისწინებს რომელიც, 18 წლის ბიოლოგიურ მამაკაცსა და ბიოლოგიურ ქალს შორის არის. ჩანაწერის ძალაში შესვლის შემთხვევაში ერთნაირსქესიან წყვილთა ნებისმიერი სახის იურდიული აღიარება შეუძლებელი ხდება.

გარდა ამისა, კანონპროექტი აწესებს სერიოზულ შეზღუდვებს შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდაზე. კერძოდ, არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ. ამგვარი კანონი ქმნის საფრთხეს, რომ ოჯახის შექმნის სურვილის მქონე LGBTQ+ თემის წარმომადგენლები საზოგადოებიდან თავს მეტად გარიყულად იგრძნობენ.

შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება ასევე უგულებელყოფს ტრანსგენდერი პირების უფლებებსა და ავტონომიას, ზღუდავს სქესის ცვლილების მიზნით ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას. ის ავალდებულებს, სახელმწიფო ან ადგილობრივ თვითმმართველობებს რომ გასცენ ოფიციალური დოკუმენტები სადაც ინდივიდის სქესი მხოლოდ მათ გენეტიკაზე დაყრდნობით იქნება მითითებული, რაც არაბინარული და ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებს სერიოზულად ხელყოფს. 

კანონპროექტი ასევე აწესებს ცენზურას შეკრებებზე, მასალების გავრცელებაზე და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, რომლებიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. 

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კანონი დისკრიმინაციულია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევაა, კერძოდ, თანასწორობის, გამოხატვის თავისუფლებისა და ოჯახის შექმნის უფლებების. უმცირესობათა მსგავსი მარგინალიზაცია კი უკან სწევს საქართველოს საერთაშორისო პოზიციას და ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.

უფრო მეტიც, ასეთი ინიციატივები აქეზებს მავნე სტერეოტიპებს და ხელს უწყობს მტრული გარემოს შექმნას LGBTQ+ პირებისთვის, რაც აძლიერებს ნეგატიურ განწყობებს მათ მიმართ. ინცირებული კონსტიტუციური ცვლილებები სახიფათო გზავნილს ავრცელებს, რომ LGBTQ+ სიცოცხლე არ არის იურიდიული აღიარებისა და დაცვის ღირსი. 

მეტიც, შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვილელებს და რუსეთში შემოღებულ ე.წ. “ჰომოსექსუალობის ამკრძალავ” კანონს შორის ბევრი მსგავსებაა.

2013 წელს, რუსელთში ძალაში შევიდა კანონი “ბავშვების ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დამაკნინებელი ინფორმაციისაგან დასაცავად”. ისევე როგორც საქართველოში, კანონი ცდილობდა LGBTQ+ თემის წარმომადგენლობის ჩახშობას.

ეს კანონი ინსტიტუციურსა და ლეგიტიმურს ხდის LGBTQ+ თემის წევრების დისკრიმინაციას ისეთი ფუნდამენტური უფლებების ჩამორთმევით, როგორებიცაა ქორწინება, შვილად აყვანა და გენდერული იდენტობის იურიდიული აღიარება.

ანტი-LGBTQ+ სენტიმენტების კანონში ასახვით, რუსეთმა განამტიკცა შეუწყნარებლობისა და გარიყულობის კულტურა. გარდა ამისა, LGBTQ+ უფლებების თემატიკაზე გავრცელებულ მასალაზე ცენზურას აწესებს.

მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილება საფრთხის შემცველია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ვინაიდან ის პირდაპირ მიგვანიშნებს ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის ტენდენციებზე.

დასავლეთი ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვასა და თანასწორობაზე დიდ აქცენტს აკეთებს. მსგავსი კანონმდებლობის მქონე ქვეყნები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიპლომატიური იზოლაციის რისკის წინაშე დგას. რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან ასოცირებით საქართველო პოტენციურად დასავლურ მოკავშირეებს დაკარგავს.

აუცილებელია, ქართველმა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმოს ხელისუფლების წევრების მსგავსი ქმედებები და სოლიდარობა გამოხატოს LGBTQ+ თემის მიმართ. ადამიანის უფლებების დაცვა აუცილებელია მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად.


ავტორი

  • ლიზი ბასილაია

    ლიზი ბასილაია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი. ლიზი "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" გუნდს შემოუერთდა 2023 წელს, როგორც ადგილობრივი კორდინატორი. Მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: არაძალადობრივი აქტივიზმი, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური კრიზისი.

ლიზი ბასილაია

ლიზი ბასილაია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი. ლიზი "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" გუნდს შემოუერთდა 2023 წელს, როგორც ადგილობრივი კორდინატორი. Მისი კვლევის სფერო მოიცავს თემებს, როგორებიცაა: არაძალადობრივი აქტივიზმი, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური კრიზისი.